ლევერკუზენი-ატლეტიკო 1:0 - ჩალჰანოღლუმ ჩახლართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკომ" იმდენად მიგვაჩვია წარმატებებს და მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ლევერკუზენული მატჩის შედეგი ცოტა მოულოდნელად მოჩანს. თუმცა "ბაიერი" ბუნდესლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდია, მიმდინარე სეზონში მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს და მეორე მხრივ, განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა.

ლევერკუზენის "ბაიერმა" მინიმალური ანგარიშით სძლია მადრიდის "ატლეტიკოს", ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი ჰაქან ჩალჰანოღლუმ გაიტანა.

გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა, მარჯვენა ფრთაზე განვითარებული იერიში მახვილი კუთხიდან უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა.

ეს ამბავი 57-ე წუთზე მოხ
და - სტუმრებს ჰქონდათ დრო ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ მათ შეტევებს სისწრაფე და შესაბამისად, სიმწვავე აკლდა. 76-ე წუთზე, მოედნიდან ტიაგო გააძევეს, "ატლეტიკო" კაცნაკლული დარჩა და მადრიდელებს 0:1 შესანარჩუნებელი გაუხდათ.

მთლიანობაში, კარგი მატჩი გამოვიდა, კიდევ უფრო საინტერესო დაპირისპირება კი მადრიდში გველის. ამ ეტაპზე, ერთი ნაბიჯით წინ მაინც გერმანელები არიან, მოგება და კარის მშრალად შენახვა სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
ლევერკუზენი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 ჩალჰანოღლუ (57)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰიბერტი, პაპადოპულოსი, შიბერტი, ვენდელი - კასტრო, ბენდერი (68. როლფესი) - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (87. ბრანდტი), სონი - დრმიჩი (80. კისლინგი)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა (38. გამესი) - თურანი (64. ტორესი), გაბი, ტიაგო, საული (42. რაულ გარსია) - გრიზმანი, მანჯუკიჩი

გაფრთხილება: პაპადოპულოსი, ვენდელი, ბენდერი, კასტრო, კისლინგი - გოდინი, გამესი, ტორესი
გაძევება: ტიაგო (76. ატლეტიკო)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 24-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 6-7 (3-3); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 30 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული