დავიდ ვილა: "მანჩესტერ სიტიმ" "ბარსელონას" სუსტი მხარეები იცის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი დავიდ ვილა "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. ესპანელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელშიც მისი ყოფილი გუნდი "სიტის" დაუპირისპირდება.

"მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბებია, ბრწყინვალე მოთამაშეებით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, შეხვედრები საკმაოდ სანახაობრივი იქნება.

როდესაც ბარსელონასნაირ გუნდს უპირისპირდები, განსაზღვრული უნდა გქონდეს ის სირთულეები, რომლებიც წინ გელის. ამ დროს უნდა ეცადო, რომ მოწინააღმდეგის სისუსტეები გამოიყენო.

დარწმუნებული ვარ, მანუელ პელეგრინი და მისი სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" ძალიან კარგად იცნობს.

კატალონიელები კარგ ფორმაში იმყოფებიან. ვფიქრობ, ისინი მანამდეც კარგად
თამაშობდნენ, მაგრამ შედეგს ვერ იღებდნენ", - თქვა ვილამ, რომელიც ამჟამად "ნიუ იორკ სიტის" ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური შეხვედრა მანჩესტერში 24 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 18 მარტს, ბარსელონაში.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული