"რომას" ფეხბურთელები მოსკოვის სტრიპტიზ-კლუბში გამოიჭირეს

AutoSharing Option
"რომას" ფეხბურთელებმა ცსკა-სთან (1:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ მოსკოვში სტრიპტიზ-კლუბს მიაკითხეს. თანაგუნდელებს მხოლოდ ფრანჩესკო ტოტი არ გაჰყვა. რომაელებმა კლუბში ორსაათნახევარი გაატარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მატჩის დასრულების შემდეგ, ღამის ორ საათზე, ფეხბურთელები სასტუმროდან გამოვიდნენ და წითელ მოედანს მიაშურეს. მცირე ექსკურსიის შემდეგ ფეხბურთელები სტრიპტიზ-კლუბ "ეგოის-გოლდში" შევიდნენ, სადაც ადგილობრივმა პაპარაცებმა დააფიქსირეს.

Sportall.Ge

რუსული პრესის ინფორმაციით კი, თავდაპირველად ფეხბურთელები ფოტოგრაფებისგან ფოტოების არგამოქვეყნებას ითხოვდნენ, შემდეგ კი გუნდის მენეჯერები ფოტოაპარატის წართმევას შეეცადნენ. საბოლოოდ, რამდენიმე კომპრომატული ფოტო წაიშალა, მაგრამ
ნაწილი გადარჩა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი.რუს ქალს რა ჯობია.აბა ესენი!აჭამე ასვი და მერე მომძღარი "დედა მინდაო".არუნდა აარტყა?
oeoe
17:19 27-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული