ლიონელ მესი: ეს ფანტასტიკაა!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ აპოელთან (4:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ შეხვედრაში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 74 გოლია და მეორეადგილოსან რაულს 3 გოლით უსწრებს.

"ძალიან მიხარია. დაუჯერებელია, რომ ამ შესანიშნავ და მნიშვნელოვან ტურნირში ამას მივაღწიე. ეს ფანტასტიკაა. აღნიშნული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და სამი ქულა მოვიპოვეთ. ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ კიდეც.

ვაპირებთ, იმავე ტემპში გავაგრძელოთ და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.

შემდეგი მატჩი
პსჟ-სთან გვაქვს, რომელიც იოლი ნამდვილად არ იქნება. პარიზელებს გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც უფრო შეთამაშებულები გახდნენ, მაგრამ ამჯერად მასპინძლები ჩვენ ვიქნებით და წარმატების მიღწევას შევეცდებით", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Uefa.com-ისა და Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: მესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფანტასტიკაა თუ ფანტასტიურიაო? This is fantastic - დარწმუნებული ვარ ასე იტყოდა.
ოდალა
14:27 26-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული