ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. F ჯგუფი: ფინიტა ლა ტრაგედია [VIDEO]

AutoSharing Option
ამ მატჩების აღსაწერად ყველაზე უკეთ, ალბათ, სიტყვა "უცნაური" გამოგვადგება. განსაკუთრებით, "ველოდრომზე" "მარსელსა" და "დორტმუნდს" შორის გამართულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

დიახ, საფრანგეთში ძალიან უცნაური თამაში იყო, შეცდომით და თამაშგარედან გასული გოლებით, სიმულაციისთვის ნაჩვენები წითელი ბარათით, უამრავი გამოუყენებელი მომენტით და დრამატული ფინალით.

სტუმართა რიგებში ერიკ დურმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სწორედ მან უპასა მშვენივრად რობერტ ლევანდოვსკის და პოლონელმაც ანგარიში გახსნა.

მალევე დიმიტრი პაიეს ჩაწოდებულს საბერ ხელიფას თავური მოჰყვა. ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე სულეიმან დიავარამ გაიტანა, მაგრამ ის ოფსაიდში გახლდათ. გოლი ჩაითვალა.

საერთოდ, მარიო
სტრახონიამ და მისმა ბრიგადამ მატჩი ჩააგდეს. ცოტა ხანში ხორვატმა არბიტრმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი უჩვენა ისედაც 2 წუთის წინ უკვე გაფრთხილებულ პაიეს, რომლის დანდობაც შეიძლებოდა.

ფრანგები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ "დორტმუნდს" რაღაც აკლდა.

მეორე ტაიმი გერმანელებმა დიდი შემართებით კი დაიწყეს, მაგრამ ისეთ მომენტებს ვერ იყენებდნენ, გეგონებოდა, ძალით არ უნდოდათ გატანა. მარტო იმის ხსენება კმარა, რომ ლევანდოვსკიმ და უნიათოდ მობურთალმა მარკო როისმა ცარიელ კარს ააცილეს. ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა.

როცა უკვე ფინიშისკენ მივდიოდით და "დორტმუნდი" ასე უცნაურად რჩებოდა ჯგუფში, კევინ გროსკროიტცმა ასევე უცნაურად გაიტანა - მას მინდორზე ცოტა ხნის წინ გამოსულმა იულიან შიბერმა მიუგორა. გროსკროიტცმა რაღაცნაირად დაარტყა, ბურთი გაუგებარი ტრაექტორიით წავიდა კარში, მაგრამ აუღებელი სულაც არ იყო. მანდანდა შეცდა და გროსკროიტცი გმირად აქცია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დორტმუნდი", რომელიც 5-6 წუთის წინ საერთოდ ვერ გადიოდა, უცბად პირველ ადგილზე აღმოჩნდა. "მარსელი" კი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ნულზე დაასრულა.

მარსელი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (4), 1:1 დიავარა (14), 1:2 გროსკროიტცი (87)
მარსელი (4-4-2): მანდანდა - ფანი, ლუკაშ მენდეში (46. აბდალა), დიავარა, მენდი - ლემინა, შეირუ, პაიე, ტოვენი (79. იმბულა) - ხელიფა (55. მორელი), ჟინიაკი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სარი, სოკრატისი, დურმი - კელი (78. კელი), ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (66. ჰოფმანი), მხითარიანი, როისი (78. შიბერი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: პაიე, ჟინიაკი, სარი
გაძევება: პაიე (34)
კუთხური: 0-7 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 7-18 (4-11) ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 36655

* * *
იქით, "სტადიო სან პაოლოზე" ტრაგედია დატრიალდა. "ნაპოლის" იმედი ბოლოს მოკვდა. "ვეზუვიანი" სამხრეთულად, დრამატულად გამოეთიშა ასპარეზობას. არადა, სხვებივით 12 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ერთი გოლი დააკლდა. არა მარტო კონკრეტულად ამ შეხვედრაში, არამედ უშუალო კონკურენტებთან რომელიმე მატჩში გატანილი ერთი გოლი...

რაფაელ ბენიტესი რამდენიმე დანაკლისით თამაშობდა.

მისმა გუნდმა გვიანღა გამოიღვიძა - ხოსე კალეხონის პასის მერე გონსალო იგუაინმა ძალიან ლამაზად გაიტანა. მერე "მეთოფეებს" მიკელ არტეტა გაუძევეს, მაგრამ ნეაპოლიტანელები მეორე გოლს 93-ე წუთამდე ელოდნენ - კალეხონმა შეცვლაზე შესული ლორენცო ინსინიეს პასით იხეირა.

თუმცა მალევე საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და ცრემლების ფარდაც დაეშვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნაპოლი-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 იგუაინი (73), 2:0 კალეხონი (90+3)
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, რაულ ალბიოლი, ფ. ფერნანდესი, არმერო - ჯემაილი, ბეჰრამი - ხოსე კალეხონი, პანდევი (57. ინსინიე), მერტენსი - იგუაინი.
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, ფლამინი - კასორლა (68. რემსი), იოზილი, როსიცკი (75. ნაჩო მონრეალი) - ჟირუ.
გაფრთხილება: მერტენსი, ჯემაილი, არტეტა, ჟირუ, რემსი, ფერნანდესი
გაძევება: არტეტა (76)
კუთხური: 1-0 ჯარიმა: 16-16 თამაშგარე: 5-3 კარში დარტყმა: 13-3(7-2) ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 47000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 6 4 0 2 11-6 12
2. არსენალი 6 4 0 2 8-5 12
3. ნაპოლი 6 4 0 2 10-9 12
4. მარსელი 6 0 0 6 5-13 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპა ლიგიდან რამდენი გუნდი გადის არავინ იცით?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული