იბრაჰიმ აფელაი: ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა

AutoSharing Option
ვიდეო
გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველმა იბრაჰიმ აფელაიმ ლონდონის "არსენალთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"ყოველთვის სასიამოვნოა გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაში, თანაც ლონდონში.

"არსენალს" მოვუგეთ და ეს მაგარი გრძნობაა. ლონდონელებს კარგი გუნდი ჰყავთ. "არსენალი" ბურთს დიდ ხანი ფლობდა, მაგრამ ცოტა მომენტი ჰქონდა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით.

ახლა კარგ განწყობაზე ვართ. ამ ბოლო დროს ორი დიდი შეხვედრა ჩავატარეთ: სტუმრად "დორტმუნდს" მოვუგეთ და ახლა "არსენალს", - თქვა აფელაიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული