"სამტრედიის" ფანკლუბი: ასე გვგონია, ქართველები "ყარაბაღს" უფრო ქომაგობენ...

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფანკლუბმა "მტრედებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს.

"სხვადასხვა საიტსა და სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობთ და გვგონია, რომ ქართველები "სამტრედიაზე" მეტად "ყარაბაღს" გულშემატკივრობენ!

ნაცვლად იმისა, რომ ბიჭებს შემართება მისცეთ, გაამხნევოთ და თამაშისთვის შეამზადოთ, პირიქით იქცევით: მათ ლანძღავთ და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებთ.

სირცხვილია! სად დაკარგეთ ქართველობა?! ცუდია თუ კარგია, ჩვენი გუნდია, საქართველოს სახელით გამოდის და ჩვენი თანადგომა სჭირდება!

პირადად ჩვენ არასოდეს დავწერთ და არასოდეს ვიტყვით ცუდს ქართულ კლუბებზე, რადგან ჩვენია. კარგად ჩანს უკვე რამდენიმე წელია თქვენი განწყობა "სამტრედიის" მიმართ.
ვიცით, რომ ბევრს გინდათ, შევრცხვეთ და გამოვვარდეთ, მაგრამ იცოდეთ, კრიტიკა და ლანძღვა უფრო გვაძლიერებს და უფრო მეტად გვიჩენს მოგების სურვილს...

წარმატებები "ტორპედოს," "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" ევროტურნირებზე... გვჯერა, რომ ამ ეტაპს გადავლახავთ და თავს არ შევირცხვენთ. ჩვენ ქართველები ვართ და ფარ-ხმალს არასდროს ვყრით!", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტატბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები შეახვედრა. მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ნიკა გეთანხმები, მე ბათუმელი ვარ, ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ ჩემპიონატში მაგრამ ევროთასებზე ზუსტად ისე ვგულშემატკივრობ ყველა ქართულ გუნდს როგორც ბათუმს, ბათუმი ჩემი ქალაქია და საქართველო ჩემი ქვეყანა. ყველამ უგულშემატკივრეთ და თან გააკრიტიკეთ ყველა გუნდიიიი.
roma
15:17 04-07-2017
0
დაიხსომეთ ჩემი სიტყვა და არ დაიწყოთ მერე ნეტარ არიან მორწმუნენიო! სამტრედია აუცილებლად გადალახავს ყარაბაღის ბარიერს და ამით ბევრი მართლაცდა გაკვირვებული დარჩება! მითუმეტეს ცოტა გვაქვს ფეხბურთში იმის მაგალითები სუსტი და ღარიბი კლუბები თუ ნაკრებები ბობოლებს და გრანდებს რომ ამრცხებენ? უნდა გწამდეს და უნდა გჯეროდეს წარმატებისა და მოგებისა პირველ რიგში კი თვითონ ფეხბურთელებს , არა ნაკლებ ქართველ გულშემატკივარს. საერთაშორისო არენაზე წინასწარ წაგებულის მენტალიტეტით არც თამაში ივარგებს და მითუმეტეს ბალეშიკობა აქ ყველანი მხოლოდ უნდა გავერთიანდეთ და ქართულ კლუბებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ! ჩემპიონატშიკი- კი ბატონო ყოველთვის ღირსეულმა გაიმარჯოს!
ქომაგი
00:04 26-06-2017
0

სიახლეები პოპულარული