ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ისკომ "ატლეტიკოს" ოცნებები დაუნგრია

AutoSharing Option
10 მაისს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

მადრიდის "ატლეტიკომ" თანაქალაქელ "რეალს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში საილ ნიგესმა მე-12 წუთზე გახსნა, მე-16 წუთზე კი "ატლეტიკომ" მეორე გოლიც გაიტანა. პენალტი ზუსტად ანტუან გრიზმანმა შეასრულა. 42-ე წუთზე კი ისკომ სხვაობა შეამცირა და მასპინძლებს ოცნებები დაუმსხვრია.

პირველი მატჩი "რეალის" გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა და შესაბამისად ფინალში "სამეფო კლუბი" გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს კარდიფსი ჩატარდება, სადაც ნომინალური მასპინძელი ტურინის "იუვენტუსი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული