ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
9 მაისს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ტურინის "იუვენტუსმა" "მონაკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გახსნა, ხოლო 45-ეწუთზე სხვაობა ორამდე დანი ალვშემა გაზარდა.

სტუმრებიდან თავი 69-ე წუთზე კილიან მბაპემ გამოიჩინა.

ორი მატჩის ჯამში "იუვენტუსმა" "მონაკო" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ფინალში ნომინალური მასპინძელი იქნება.