ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 21 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მადრიდის "რეალი"-მადრიდის "ატლეტიკო"
"მონაკო"-ტურინის "იუვენტუსი"

პირველი მატჩები 2 და 3 მაისს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები - ერთი კვირის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს უელსის ქალაქ კარდიფში, "ნაციონალურზე" გაიმართება. ნომინალური მასპინძელი კი "მონაკო"-"იუვენტუსის" წყვილში გამარჯვებული იქნება.

- ევროპალიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია