"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა თომას მიულერმა მადრიდის "რეალთან" (2:4) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იდეალური თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ მოედანზე კაცებივით ვიქცეოდით. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ვითარდებოდა თამაში. ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ.

"რეალის" მეორე გოლი წესების დარღვევა იყო და არბიტრი ყველაფერს ხედავდა. ამან გაგვანადგურა. შესანიშნავ ფორმაში ვიყავით, როცა 2:1-ს ვიგებდით და მოედანზე 11 კაცი იყო, მაგრამ მსაჯებმა ყველაფერი საკუთარ ხელში აიღეს.

შესაძლოა, ვიდალი გაძევებას უფრო ადრე იმსახურებდა, მაგრამ ამ სიტუაციაში ნამდვილად არა, როცა მეორე
ყვითელი მიიღო", - თქვა მიულერმა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
100% მაგრამ გაფიცებთ მითხარით ვიდალი რატო არ შეცვალა ყვიტელი რო ქონდა კარლომ? იქნებ ეგეც რეალზე მუშაობდა?
burusa
21:39 19-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული