ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "მანჩესტერ სიტი" გავარდა

AutoSharing Option
15 მარტს "მონაკოსა" და "მანჩესტერ სიტის" სორის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინლაური მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ამ ანგარიშის წყალობბით მეოთხედფინალში "მონაკო" გავიდა და "სიტი" ტურნირს მიღმა დატოვა.

შეხვედრაში ანგარიში კლიან მბაპე ლოტინმა მერვე წუთზე შეძლო და "მონაკო" წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ 18 წლის მბაპემ "მონაკოს" ბოლო 11 მატჩში მე-11 გოლი გაიტანა.

მასპინძლებმა უპირატესობის ორამდე გაზრდა პირველ ტაიმშივე მოახერხეს. 29-ე წუთზე გოლი საკუთარ ანგარიშზე ფაბინიომ ჩაიწერა. 71-ე წუთზე ლეროი სანემ რაჰიმ სტერლინგის დარტყმის შემდეგ დამატებაზე ყველას დაასწრო და სხვაობა შეამცირა.

77-ე წუთზე "მონაკომ" კვლავ გაიტანა, ამჯწრად გატანილი გოლის ავტორი ტიმოე ბაკაიოკო გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "სიტის" გამარჯვებით ანგარიშით 5:3 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული