არსენალი-ბაიერნის მატჩის სტატისტიკა - "მეთოფეების" ანტირეკორდები

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში წაგებით ტურნირს დაემშვიდობა.

ორი შეხვედრის ჯამში გერმანელებმა მეტოქე 10:2 დაამარცხეს და ლონდონელებს მორიგი სირცხვილი აჭამეს, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.

- ლონდონის "არსენალმა" ევროთასებზე შინ ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია.

- "არსენალმა" "ბაიერნთან" (2:10) ორი მატჩის ჯამში წაგებით ევროთასების პლეი-ოფების ისტორიაში ინგლისურ კლუბებს შორის ანტირეკორდი დაამყარა. ბოლო ანტირეკორდი "ვულვერჰემპტონს" ეკუთვნოდა, რომელიც 1960 წელს "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:9 დამარცხდა.

- "არსენალის" კაპიტანი ლორან კოშიელნი "ბაიერნთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს. ეს ლონდონელებისთვის რიგით
მე-18 წითელი ბარათია ტურნირის ისტორიაში. ამ მაჩვენებლით "არსენალმა" "ბაიერნს" (17) გადაუსწრო. პირველ ადგილზე ტურინის "იუვენტუსი" იმყოფება (22).

- "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიიდან ზედიზედ მეშვიდედ გავარდა. ბოლოს "მეთოფეები" მეოთხედფინალში 2010 წელს გავიდნენ.

- "ბაიერნის" წაუგებელმა სერიამ ყველა ტურნირში 17 მატჩს (15 მოგება) მიაღწია. ბოლოს გერმანელები 23 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "როსტოვთან" (2:3) დამარცხდნენ.

- "ბაიერნის" გოლების სერიამ ყველა ტურნირში 18 მატჩს მიაღწია. ზუსტად ამდენი შეხვედრაა, გერმანელები მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ. ბოლოს "ბაიერნმა" მშრალი მატჩი "დორტმუნდთან" (0:1) ჩაატარა.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ბაიერნის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი დასახელდა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: არსენ, როდემდე?.. 1:5 & 1:5 [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული