ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: არსენ, როდემდე?.. 1:5 & 1:5 [VIDEO]

AutoSharing Option
"მეთოფეებმა" თავიანთი მეტსახელი ერთადერთხელ გაამართლეს - თეო უოლკოტმა, თითქოს, მართლაც ზარბაზნიდან გაისროლა და თვით მანუელ ნოიერი დატოვა უშანსოდ.

"არსენალი" დაწინაურდა და აქტიურობა განაგრძო, არსენ ვენგერსაც მაქსიმალურად შემტევი შემადგენლობა ჰყავდა დაყენებული, მაგრამ... თითქოს, ინგლისურ გუნდს თავისი გაჭირვება არ ეყოფოდა, ცოტა მსაჯმა, ბერძენმა სიდიროპულისმაც დაუმატა - არბიტრმა მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძელთა აზრით არარსებული პენალტი დანიშნა და თანაც, სრული სიმკაცრე გამოიჩინა და ლორან კოსიელნი გააძევა.

ამის მერე გერმანული მანქანა ჩაირთო და... "ბაიერნმა" დანდობა არ იცის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტის ბიჭებმა, მეორე მატჩიც სამარცხვინო
ანგარიშით მოუგეს მეტოქეს, ორი მატჩის ჯამში - 10:2! მიუნხენელებთან შეხვედრა მეოთხედფინალში არავის ენდომება. ვენგერმა კი, რა ქნას, თავს ზემოთ ძალა არ არის.

მუსიე არსენი "ბაიერნთან" უძლურია. ფანები ფრანგის წასვლის მოთხოვნით გამოსვლებს აგრძელებენ და ამ მატჩის მერე ახალი ტალღა აგორდება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
არსენალი-ბაიერნი 1:5 (1:5)
გოლები: 1:0 უოლკოტი (20), 1:1 ლევანდოვსკი (55-პენ.), 1:2 რობენი (68), 1:3 დუგლას კოშტა (78), 1:4 ვიდალი (80), 1:5 ვიდალი (85)
არსენალი (4-3-3): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, ნაჩო მონრეალი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯაკა, რემზი (72. კოკლენი) - უოლკოტი, სანჩესი (72. ლუკას პერესი), ჟირუ (72. იოზილი)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი, ჩაბი ალონსო - რობენი (71. დუგლას კოშტა), ტიაგო ალკანტარა (79. რენატო სანჩესი), რიბერი (79. კიმიხი) - ლევანდოვსკი
გაძევება: კოსიელნი (53)
მაყურებელი: 59 911

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"