ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ტურინის "იუვენტუსი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
22 თებერვალს "პორტუსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც ტურინელების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, ხოლო მეორე ტაიმში ტურინელთა შეტევებმა როგორც იქნა შედეგი გამოიღო და შეცვლაზე შემოსულმა მარკო პიაცამ 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე "პორტუს" 27-ე წუთზე ალექს ტელესი გაუძევეს.

მეორე გოლი მოედანზე რამდენიმე წუთის შემოსულმა დანი ალვეშმა გაიტანა და ტურინელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საპასუხო მატჩი ტურინში 15 მარტს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული