ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მადრიდის "ატლეტიკომ" გერმანიაში დამაჯერებლად იმარჯვა

AutoSharing Option
დღეს, 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა. "ლევერკუზენმა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკო" მიიღო და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

პირველი გოლი მატჩის მე-17 წუთზე გავიდა - ულამაზესი დარტყმით სტუმრები საულ ნიგესმა დააწინაურა. "ლევერკუზენმა" შეუტია, "ატლეტიკო" კი კონტრშეტევებზე გადაერთო და ამან 8 წუთში შედეგი გამოიღო - კევინ გამეიროს პასით სხვაობა ორამდე ანტუან გრიზმანმა გაზარდა. ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმი გერმანელთა შეტევებით დაიწყო. 48-ე წუთზე ბელარაბიმ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ 59-ე წუთზე სტუმართა კარში კევინ გამეიროს წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის პენალტი დაინიშნა,
რომელიც გამეირომ თავადვე შეასრულა - 3:1. 9 წუთში მადრიდელთა კარში მეორე გოლი გავიდა - ბურთი საკუთარ კარში სტეფან სავიჩმა ჩაჭრა.

86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე შემოსულმა ფერნანდო ტორესმა დააფიქსირა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 15 მარტს მადრიდში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული