ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

უნაი ემერი: "ბარსელონასთან" თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბარსელონასთან" (4:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბარსელონასთან" დაპირისპირება მხოლოდ გამოცდა არ არის, ეს არის დიდი მოტივაცია. თამაშმა კარგი გრძნობა დამიტოვა, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინ საპასუხო მატჩია.

მეტოქეს ვაჯობეთ და თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შემდეგ შეხვედრაში შესაძლოა სხვანაირად ითამაშონ. ძალიან ვფრთხილობ საპასუხო მატჩისთვის. იმავე სტილში უნდა გავაგრძელოთ.

ვიგებთ და ვაგებთ ერთად. ეს შესანიშნავი მატჩი იყო, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით", - თქვა ემერიმ.

- ჩემპიონთა ლიგა. პლეი
ოფი. პირველი მატჩები: სიტყვის კაცი უნაი! [VIDEO]


მომზადებულია Marca-ს მიხედვით