ჩემპიონთა ლიგა: 1/8-ფინალი: "ბენფიკამ" "ბორუსიას" პირველი მატჩი მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 14 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა. "ბენფიკამ" საკუთარ მოედანზე დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩში გასული ერთადერთი გოლი კონსტანტინოს მიტროგლუს ანგარიშზეა, რომელმაც თავი მატჩის 49-ე წუთზე გამოიჩინა. ამ გოლიდან 9 წუთში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და "ბორუსიას" ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გააფუჭა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა დორმტუნდში 8 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული