პროექტის თანახმად, ცენტრალურ არენასთან ერთად, სათადარიგო სტადიონის მშენებლობაც არის გათვალისწინებული
ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მალე დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ტრიბუნების კონსტრუქციები აშენებულია.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება, განათების სისტემის მონტაჟი, საფეხბურთო მოედანზე უკვე გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, ხოლო საფარის დაგება უახლოეს დღეებში დაიწყება.

პროექტის თანახმად, ცენტრალურ არენასთან ერთად, სათადარიგო სტადიონის მშენებლობაც არის გათვალისწინებული. მთავარი არენის ტრიბუნები 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს, სათადარიგო კი - 1224-ს. პირველ მათგანზე ბუნებრივი საფარი იქნება, ხოლო სათადარიგოზე - ხელოვნური.

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ეტაპი ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მხარის გუბერნატორ ლევან შონიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მოკლედ, მალე საქართველოს ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, რაც ზუგდიდში საფეხბურთო ცხოვრებას, ალბათ, გამოაცოცხლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ექვს ნახევარ ჰექტარზე თავისუფლად მოთავსდებოდა მესამე ბალახიანი მოედანიც,არ შეიძლება მუდმივად ხელოვნურ საფარზე ვარჯიში,ხარისხი კი ზუგდიდელებმა ნახეთ და შეაფასეთ.ტევადობა კარგად მგონია განსაზღვრული.ასე თუ ისე ,ქალაქს საკუთარი სტადიონი ექნება და ეს ძალიან კარგი ამბავია.რა ღმერთი გაუწყრება ზუგდიდს,რომ ნაკრებს ერთი ორი კაცი მაინც ვერ გაუზარდოს.
buti-47
არავითარი ევროსტანდარტი არ არის დაცული, და აერთოდ დილეტანტის გაკეთებული პროექტია. არ ექნება :გადახურვა,სათავსოების განიავება და განათება, ნაწილობრივაა გათვალისწინებული კაფელი და მეტლახი, შემოღობვა, და სხვა მრავალი არც დაფინანსებაა საკმარისი და ა.შ .....................................
Ampreduzo
დატკბით ზუგდიდელები ახალი სტადიონით ქუთაისელებთან მატჩამდე.
lashamax
ეს 5 რიგა ტრიბუნები თუ ევრო სტანდარტია, მაშინ ბერნაბეო პლანეტარული ყოფილა
romandro
vulocav zugdids.eseti proeqtebi 10-wlis ukan rom ganxorcielebuliyo,exle qartuli fexburti bevrad win iqneboda...
dave
ძალიან მაგარი საქმეა. მალე გახსნილიყოს. ვულოცავ ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რა ხდება ბათუმის "დინამოში"?
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...