ინტერვიუ საჩხერის "ჩიხურას" აღმასრულებელ დირექტორთან
დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ბევრი ერიდება ბოლომდე სიმართლის თქმას. ვფიქრობთ, ეს ინტერვიუ-მონოლოგი გამონაკლისი იქნება. ცნობილია - ნახევრად ნათქვამ სიმართლეს ყველა დროსა და ეპოქაში ჩალის ფასი ჰქონია და აქვს.

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ იმ პიროვნების ნააზრევი, რომელსაც დღეს გაეცნობით, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ფაქტია - საჩხერის "ჩიხურას" აღმასრულებელმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ბოლომდე გაგვიზიარა თავისი ხედვა და არც ჯანსაღ კრიტიკას მორიდებია...

ალტახი სოფლის გუნდია, მაგრამ...

- ბევრი შენიშვნა ისმის საკლუბო მმართველობაზე და მათ ნაწილს ვიზიარებთ. მეც მაქვს ჩემი სათქმელი და მინდა, გულწრფელად ვთქვა. ჯერ ერთი, საქართველოს ჩემპიონატს უნდა ატარებდეს არა ფეხბურთის ფედერაცია, არამედ პროფლიგა. მეორეც, დღეს ჩვენს ფეხბურთში ძალიან ბევრი არაპროფესიონალია. კლუბის პრეზიდენტი ან რომელიმე ხელმძღვანელი ტაქტიკურ სქემებზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, იქ უკვე დამთავრებულია საქმე...

ჩვენ ევროთასებზე შევხვდით "ალტახს". წავაგეთ და ეს სამწუხაროა. ვინუგეშებ თავს მხოლოდ იმით, რომ რაც "ჩიხურა" ევროთასებზე თამაშობს, არც თავი შეურცხვენია და არც - საქართველოს სახელი. ჩვენ არაფერში ჩამოვრჩით მოწინააღმდეგეს. უბრალოდ, მათ მეტად გაუმართლათ ორრაუნდიან დაპირისპირებაში...

ჩვენი ფეხბურთელები ავსტრიელმა გულშემატკივრებმა ტაშით გააცილეს. ერთ-ერთმა მაისურიც კი სთხოვა შოთა კაშიას. ჩვენ არ ვართ შორს "ალტახის" დონის გუნდებისგან, მაგრამ გულშემატკივარი მიჩვეულია დიდ გამარჯვებებს. მას ახსოვს ძველი "დინამო", ძველი "ტორპედო" და ამიტომაც არის მომთხოვნი. ეს ბუნებრივია.

პირდაპირი მნიშვნელობით, "ალტახი" სოფლის გუნდია, მაგრამ მისი ბიუჯეტი 8.5 მილიონი ევროა. კლუბს აქვს ოთხი ბუნებრივი და ოთხი ხელოვნური მოედანი. ჩვენ მეზობელ სოფელში ვცხოვრობდით და იქ ოთხი ბუნებრივი მინდორია. სოფელს ვერ ნახავთ ავსტრიაში, რომ ოთხი ბუნებრივი მინდორი არ იყოს...

ჩვენ ერთ სტადიონზე ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. მსაჯს, მგონი, დასტვენის ეშინია, ინდაური რომ არ შემოვიდეს... რაღა შორს წავიდეთ, თავად მაქვს ნანახი, როგორ ვარჯიშობდა "სამტრედია" 35-ე სკოლის სტადიონზე. მერე ჩვენ ვითხოვთ ამ კლუბისგან, რომ 30-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე "ყარაბაღი" გააგდოს ევროპიდან. სასწაულები ფეხბურთში იშვიათად ხდება...

თუ გნებავთ, ერთად ჩავიდეთ ქუთაისში და ვნახოთ, რა ხდება ქალაქში, რომელიც ერთდროულადაა ქართული ფეხბურთის მექაც და მედინაც. პირდაპირ გეუბნებით - იქ მიწაზე ვარჯიშობენ ბავშვები!

არც ფონდს ვერჩი და არც ვინმეს - პიროვნულად. უბრალოდ, უნდა მოხდეს მწვრთნელების მომზადება, ადამიანური რესურსის მომზადება, მისი მაქსიმალური გამოყენება, თორემ პირდაპირ მითქვამს ქართული სპორტისა და ფეხბურთის ხელმძღვანელებისთვის - სადაც ახლა ვართ, იქ ვიქნებით ოთხი წლის შემდეგაც, როცა ეს პროგრამა დასრულდება.

370 მილიონს კი არა, 37 ლარს არ დახარჯავს ისე გონიერი კაცი...

- წლინახევრის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასე აღარ შეიძლება, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. 370 მილიონს კი არა, 37 ლარს არ დახარჯავს ისე გონიერი კაცი, თუ პატარა კვლევა არ ჩაატარა. ჩვენ კი ისე დავიწყეთ ეს საქმე, არც ვიცით, სად არის ქართული ფეხბურთი, სად გვინდა მივიდეთ და როგორ უნდა მივიდეთ. არ ვიცით, როგორ ფეხბურთზე უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია...

ამას წინათ, ჰოლანდიელებს ვესაუბრე. მითხრეს, ჩვენ ვერ გავეჯიბრებით გერმანელებს ათლეტურობაში და ზუსტად ვიცით, რა კოზირი უნდა გამოვიყენოთ - ესაა ბურთის კონტროლიო. აგერ, ჩვენი მაგალითი ავიღოთ. "ალტახის" თითოეულ ფეხბურთელს სარდალიშვილისხელა ფეხი ჰქონდა მარტო, მაგრამ ატყუებდა ეს ჩვენი სამ-ოთხ კაცს უპრობლემოდ, ვერ წაართვეს ბურთი...

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გვინდა ამ პროგრამისგან. რა იქნება წარმატება - ვთქვათ, ერთი გუნდი რომ მაინც მოხვდეს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგაში, თუ რამე სხვა შედეგი. ეს განსაზღვრული ხომ უნდა იყოს?

ამბობენ, პროგრამა რომ მორჩება, ძლიერი ჩემპიონატი გვექნებაო. რას ნიშნავს "ძლიერი"? ყველაფერი ხომ შეფარდებითია? შეიძლება მე ძლიერი ბიჭი ვარ, ვვარჯიშობ ყოველდღე, მაგრამ ტაისონს რომ ვეჩხუბო, მომკლავს, ისე გამლახავს. უნდა ვიცოდეთ, ზუსტად რას ველოდებით.

ამბობენ, 80 გუნდი გვეყოლებაო. მე არც ერთ პროფესიას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ისევ ჩემი თავით დავიწყებ. მე და ტაქსის მძღოლი რომ ფეხბურთს ვითამაშებთ გასართობად, ეს ფეხბურთი იქნება? ზოგი იტყვის, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზისო, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა ბოლომდე: რატომ გვეძლევა მე და "ტორპედოს" ერთნაირად ფული? მე პატარა საჩხერე ვარ და ის ამხელა საფეხბურთო ქალაქია.

დიპლომები კი მაქვს ბლომად და რაღაც მესმის კვლევასა და სტატისტიკაში. არ მინდა თეთრი, ისე მოვძებნი კვლევის უცხოელ სპეციალისტს, მეც დავეხმარები უფასოდ. არ მინდა სამსახური და თანამდებობა, ოღონდ რამე გვეშველოს.

კახეთში ერთი გუნდია, მთელ რეგიონში მეტს ვერ იპოვით. გურიაში სულს ღაფავს ფეხბურთი, სამცხე- ჯავახეთშიც... რა იცი, იქნებ მომავალი მესია იქ და იკარგება? ის დალოცვილი მესი ერთი იყო და შეიძლება კიდევ არის იქ, სადმე...

რა თქმა უნდა, კლუბმა ბევრ რამეს უნდა მიხედოს და ჩვენც ცდა არ დაგვიკლია. უბრალოდ, ევროთასების წინ ვინმეს დაერეკა და მოვეკითხეთ - თქვე კაი ხალხო, ცოცხლები ხომ ხართ, ხომ კარგად ხართო?!. არავის მოვუკითხავართ საერთოდ...

ჩვენში ასეა: კაცი თუ შენი მეგობარია, არ უნდა გააკრიტიკო. პირიქით, მე ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვარ ყოველთვის! ეს კრიტიკა ადრესატს უკეთესს ხდის. მეც ვიღებ ძალიან დიდ ნაწილს იმ კრიტიკისა, რომელიც მოდის გულშემატკივრის მხრიდან.

ოთხი წლის მერე ხალხი ერთად მოგვთხოვს...

- პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს. საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით დუბაიში რომ წავიდა, მერე იმ ნაკრებიდან თითქმის არავინ მოხვდა მთავარ გუნდში. მგონი, ვლადიმირ ვაისს საქართველოშიც შეეძლო კანდიდატებზე დაკვირვება. არ ჯობდა, იმ ფულით 2-3 სტადიონი გაგვეკეთებინა?

ავსტრიელებს ძალიან გაუკვირდათ, რომ ვუთხარი, პლუს-მინუს 900 ათასი ევრო გვაქვს ბიუჯეტი-მეთქი. ძლიერი ლეგიონერის ჩამოყვანა ვის არ უნდა, მაგრამ მხოლოდ ფულში არ არის საქმე. ჩამოვიყვან, მაგრამ რა ვუთხრა - რომ ჩემს სტადიონზე შეიძლება ინდაური ან ქათამი შემოვარდეს, როცა მსაჯი დასტვენს? რომ ჩვენი გასახდელების უმრავლესობაში შესვლა არ შეიძლება? რომ ჩვენი ბევრი სტადიონი ბეტონია და იქ შეიძლება ფეხი მოიმტვრიოს? მე არაფერი რომ არ ვუთხრა, თვითონ ხომ მიხვდება?

ოთხი წლის მერე ხალხი ყველას ერთად მოგვკითხავს. სულ ვკითხულობ საიტებზე კომენტარებს. რად უნდა ამას დიდი მათემატიკა, რომ 70 უკმაყოფილო კომენტარის უკან 700 უკმაყოფილო კაცი დგას?!

გამოვდივარ ინიციატივით - შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რომელიმე ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი სასიქადულო ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით, აქტიური გულშემატკივრები, კლუბების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. გადავდოთ ერთი კვირა. შემოვიაროთ საქართველოს ყველა ქალაქი. შევხვდეთ ხალხს, ვისაც ბევრი ახსოვს და ძალიან სტკივა ქართული ფეხბურთი. მათგან მოვისმენთ სრულ სიმართლეს და ის მაინც გვეცოდინება, სად ვართ.

კაპიკი ფული არ მინდა, ჩემი მანქანით ვივლი და სასტუმროს ნომერსაც მე ავიღებ. თუ თქვენც ჩვენთან ერთად იქნებით და გვერდში დამიდგებით, ამას რა აჯობებს?!.

დეფიციტი, როგორც ასეთი...

- რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩვენთან ფიზმომზადების მწვრთნელების დეფიციტია, მეკარეების მწვრთნელების დეფიციტია, ანალიტიკოსების დეფიციტია, სპორტული დირექტორების დეფიციტია...

სპორტული დირექტორი დღეს ხშირად მწვრთნელზე მაგარია, მთელ საკლუბო პოლიტიკას წარმართავს...

ამდენი ხანია, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ვერ აშენდა. მაინცდამაინც გიგანტური სტადიონი არ უნდა ბათუმს. საბჭოთა მეორე ლიგაში რომ ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდათ, მაშინაც არ დადიოდა 8 ათას კაცზე მეტი და ახლაც არ მივა 20 ათასი. ბათუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტადიონი. ქუთაისი სხვა ამბავია. ათი ქალაქი მაინცაა იმერეთში ისეთი, საიდანაც "ტორპედოს" მატჩების სანახავად ქუთაისში ჩავა ხალხი.

საწყენია, "ზესტაფონი" გამქრალი რომაა ქართული საფეხბურთო რუკიდან. ილია კოკაიას მსგავსი ადამიანი ხელიდან როგორ უნდა გაუშვა?! კაცი მზადაა, ფული ჩადოს დღესაც კი, საუბარია საკუთარ ფულზე. შენ რომ ხელმძღვანელობა ხარ, არ გაქვს ასეთი კაცის დაკარგვის უფლება. ისე უნდა მოაწყო საქმე, რომ ის ქართულ ფეხბურთს გამოადგეს. არადა, თავის დროზე "ზესტაფონი" ჩემთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო. ხშირად მიფიქრია, ამათთან არ მათამაშა და ვისაც გინდა, იმას ვეთამაშები-მეთქი. გადაჭედილი იყო სულ სტადიონი, საფეხბურთო ქალაქი გახდა ზესტაფონი...

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხომ ჩვენი ფულით ფინანსდება? ქართულ ფეხბურთს დღეს ასე უჭირს და რა იქნება, ერთი გადაცემა მაინც რომ გაკეთდეს, რომელიც კონკრეტულად ქართული ფეხბურთის პრობლემებს მიეძღვნება?!

პრიორიტეტი მაინც თასია

- გეთანხმებით, პირადად მეც მეტ სტაბილურობას ვისურვებდი "ჩიხურას" თამაშში. ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა აღმავლობით ჩავატარეთ და გაჩნდა შეგრძნება, რომ გუნდმა დაიბრუნა სტაბილურობა. ამას მოჰყვა მარცხი სამტრედიაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალია. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ სამტრედიაში ასეთ მსაჯობას უკვე ყველა მივეჩვიეთ. ამით არანაირად არ ვაკნინებ ჩვენი მეტოქის ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დამსახურებას.

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. და მაინც, შემიძლია ვთქვა, რომ სადღეისო ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოს თასის გათამაშება. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში ბოლომდე არ ვიბრძოლებთ...

კრება ჩავატარეთ და პირდაპირ ვუთხარი ყველას, რომ მათი მომავალი კონტრაქტების ამბავი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმ შედეგზე, რაც საქართველოს ჩემპიონატში გვექნება.

ბრაზილიელების მოლოდინში

- "ჩიხურას" ნამდვილად სჭირდება ახალი სისხლი. თუნდაც ბოლო მატჩები რომ ავიღოთ, რამდენიმე ფეხბურთელს არ ჰქონდა ისეთი სისწრაფეები, როგორიც უნდა ჰქონდეს. ჩვენ დავიმატეთ მესხი, რომელიც თამაშობდა თბილისის "დინამოში". ასევე დავაწინაურეთ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ეს პროცესი გრძელდება...

ვაპირებთ ლეგიონერების დამატებას. ეს უკვე მომავალი, თურქული შეკრებისთვის. გვინდა, ბრაზილიელი ფეხბურთელები გავსინჯოთ. არის ასეთი საინტერესო ადამიანი - ბორის კუნევი. ის თბილისშია გაზრდილი. საქართველოში "ინსტატის" პროგრამა სწორედ მან შემოიტანა. სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია, ჩვენ "ინსტატით" ვსარგებლობთ... ჩამოსული რომ იყო, შევხვდით. მას დიდი კავშირები აქვს იქაურ გუნდებთან.

თურქულ შეკრებაზე დავაკვირდებით რამდენიმე ფეხბურთელს ბრაზილიის სერია A-ს კლუბებიდან. აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი არ იქნებიან ბრაზილიური გრანდების ფეხბურთელები, მაგრამ იქაური უმაღლესი ლიგის საშუალო გუნდის ფეხბურთელი ჩვენთვის გამოსადეგი კადრი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა
ვინ გითხრა რომ ხელოვნურს არაფერი სჭირდება ? წელიწადში ერთხელ - დაყრილი ქვიშის და კაუჩუკის და ქვიშის აღება , გაცრა გარეცხვა და ხელახლა დაყრა უნდა , თორბ ადგილ ადგილ იყრისთ თავს ბორცვებივით- იცი ეს შენ და რომ ერთადერთი აგრეგატია ამის გაკეთება რომ შეუძლია საქართველოში და რომ პატრონი ეხვეწება კლუბებს , ნახევარ ფასში გაგიკეთებთ ამას და ბალახი , 5 წლის მაგივრად 10 წელს გემსახურებათო და ყურს არ იბერტყავს არავინ , დინამოს გარდა . დინამოს აკადემიაში და საწვრთნელ ბაზაზე არსებულ ხელოვნურზე კი ყოველთვის აკეთებენ ამას . მორწყვა რომ უნდა ხელოვნურ ბალახს , თორემ რომ იწვება და ტყდება ღეროები იცი ეს ? თუ არ გჯერავს , მიდი და ნახე დინამოს აკადემიაში - სამივე მოედანზე დაუსვენებლად მიდის ვარჯიშები , დღეში მინიმუმ 8 საათი და ბალახი კი ისეთია , ერთი დღის დაგებული გეგონება , არადა 4 წელია უკვე მუშაობს !
ზაზა
მაგ საქმეს სიარული კიარა საქმის კეთება უნდა როიარონ ამით რას იზამენ.რა არიციან ისედაც რა ჭირდება ქართულ ფეხბურთს.ძალიანაც კარგად იციან უბრალოდ სხვისი ხელის შემყურე ვერაფერს ვერასდროს იზამს ხეირიანს.აქ კი გამოდისრო ყველაფერი ერთი ინდაურის ბრალი ყოფილა რაც ანეკდოტს უფრო გავს ვიდრე სიმართლეს.
ალეკო
საჩხერელის კომენტარის გამკვირვებია - 100 კაცზე მეტი ადამიანია დასაქმებულიო... 500 ბავშვი უფასოდ ირიცხება აკადემიაშიო და 10-ზე მეტ სოფელში ჯგუფებია გახსნილიო... მწვრთნელებს რეგულარულად უმაღლებენ კვალიფიკაციასო... დაქირავებული მასწავლებლებით ბავშთა ფსიქოლოგიას და უცხო ენებსაც კი ასწავლიან დამატებით მწვრთნელებსო... ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთხმად აღიარებს ყველა რომ, ჩიხურას საუკეთესო შედეგი აქვსო და ნეტა ჩიხურასავით მთელი ქართული ფეხბურთი დალაგდესო!!!! კი, მაგრამ თუ ასე ყველაფერი საათივით არის აწყობილი საჩხერეში, ის ერთი ინდაური რა გახდა, მსაჯის სასტვენზე რომ შედის სტადიონზე?! დაკალით ბოლობოლო და შეჭამეთ!
სოსო
ბერიკას ადრე ზოგჯერ ვეთანხმებოდი ხოლმე,ზოგჯერ არა,მაგრამ ახლა მთლიანად მხარს ვუჭერ და ცოტა გაუგებარია,რატომ შეხვდა ხალხი ასეთი აგრესიით.კაცი იმას ხომ არ იძახის,მე ვარ სხვაზე უკეთესიო,ამბობს ყველამ ერთად შემოვიაროთ ქვეყანა,შევისწავლოთ სიტუაცია,პრობლემები,ერთად დავსახოთ გამოსწორების გზები და ამხელა ფულს ტყუილად ნუ დავხარჯავთო.კაცი რაღაც გამოსავალს გვთავაზობს,ჩვენ კი დავესიეთ,შენ თვითონ რისი მაქნისი ხარო.მაგას ტირის სწორედ ,რომ ქვეყანაში საკმარისი პროფესიონალი არ არის და ჯერ ეს პროფესიონალები მოვამზადოთო.თვითონაც სიამოვნებით ისწავლის,დარწმუნებული ვარ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,გერმანიას,როგორც ომის წამომწყებს,მთელი შეიარაღება ჩამოართვეს თითქმის,არმიის რიცხოვნობის უფლება სულ რამდენიმე ათასი კაცისა დაუტოვეს.რა გააკეთეს გერმანელებმა?მთელი ნებადართული არმია გამოცდილი ოფიცრებით დააკომპლექტეს და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სიტუაცია შეიცვალა,ამრამდენიმე ათასმა ოფიცერმა,სულ რამდენიმე წელიწადში მოამზადა მსოფლიოში უძლიერესი არმია,რადგან თუ არის მასწავლებელი,ადვილია ხელქვეითის,ფეხბურთელი იქნება თუ ჯარისკაცი,მომზადება,მაგრამ თუ აღარ არის მცოდნე კადრი,მაშინ საქმე ნულიდან იწყება და საქმის დაწყობას გაათმაგებული დრო და სახსრები სჭირდება,თანაც არავითარი გარანტია არ არის,რომ ამდენი ძალისხმევა გაამართლებს.სწორედ ესაა სააკაშვილის "დამსახურება" ერის წინაშე,რომ ჩარეცხა პროფესიონალი კადრი და უცოდინრები დასვა ყველგან,ინგლისურის და კომპიუტერის კურსები რომ ჰქონდათ გავლილი მხოლოდ.მენეჯერები არც გვყავდა,არც გვყავს და ვერც გვეყოლებოდა,რადგან ადრე ასეთი პროფესია არ არსებობდა,მაგრამ მზადდებოდა სპორტის სპეციალისტები სხვადასხვა დარგში,შეიძლება დიდი ნაკლოვანებები იყო,მაგრამ მზადდებოდა,მერე კი აირია სიტუაცია და ჯერ უფულობამ თითქმის გააჩერა სპორტის აკადემია,შემდეგ კი რაც იყო ისიც გააუქმეს და გაყიდეს,ისევე როგორც სხვა უამრავი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება და დღეს ამისი აღდგენა შეუდარებლად რთული და ძვირია. ერთი სიტყვით არ გამომივიდა,მაგრამ ეს კაცი გვეუბნება, წავიდეთ,ვნახოთ,გავიგოთ რა გვჭირს,რა გვჭირდება და როცა დიაგნოზს დავსვავთ,შემდეგ უკვე მიზანმიმართულად დავიწყოთ სახელმწიფოსაგან მოცემული ფულით პრობლემების გადაჭრაო.სწორია ბერიკა და მე მხარს ვუჭერ. საიტის ასეთი კონსტრუქცია კი ძალიან მოუხერხებელია და არ მომწონს,კარგია მხოლოდ მოწონება, არ მოწონების შემოღება.
სჩხერელი
საჩხერელი ვარ და კარგად ვიცი ჩიხურაში მიმდინარე მოვლენები, 100 კაცზე მეტი ადამიანია დასაქმებული, 500 ბავშვი უფასოდ ირიცხება აკადემიაში და 10 -ზე მეტ სოფელში ჯგუფებია გახსნილი. რმდენადაც ვიცი უეფას ლიცენზირებას ყოველწლიურად გადის გუნდი. მწვრთნელებს რეგულარულად უმაღლებენ კვალიფიკაციას, წარმოიდგინეთ დაქირავებული მასწავლებლებით ბავშთა ფსიქოლოგიას და უცხო ენებსაც კი ასწავლიან დამატებით მწვრთნელებს. ბოლო 5 წლის გნმავლობაში ერთხმად აღიარებს ყველა რომ, ჩიხურას საუკეთესო შედეგი აქვს არსებულ ფინანსებთან შედარებით. და ეს ყველაფერი რათქმაუნდა გუნდის უფროსობის დამსახურებაა... ნეტა ჩიხურასავით მთელი ქართული ფეხბურთი დალაგდეს!!!!
გიორგი
პირდაპირ ნათქვამი აბსოლიტური სიმართლე!!!
იმერი
უფრო კარგი შთაბეჭდილება შემექმნა ამ კაცზე, ის კი ვიცი, რომ ილიას უნივერსიტეტში პროფესორია და მან გადმოაქართულა უეფას კურსები ფეხბურთის მენეჯმენტში, რაც აუცილებლად მოგვცემს შედეგს...
ვარლამი
ხალხნო! ვინმემ თუ არ ამოიღო ხმა, ყოველთვის ესე დავრჩებით! პირველი აღმოჩნდა შუკაკიძე კლუბებიდან ვინც რეალურად კრიტიკა გაბედა გფფ-ის, მე მგონია ამ აზრიან და სამართლიან კრიტიკას ბევრი ქართველი იზიარებს...
p.o.s.
რას მოუსმენენ ნეტა?? რომელი იყო ბრძნული აზრი?? ინდაურები თუუუუ...... ამდენი წელი ამ საქმეშია და დღეს ნუ გამოვა გენიოსი.
ინდაური მოედანზე
საიტებზე კომენტარებს თუ კითხულობ, აგერ თქვენივე ინტერვიუს აქვს ჯეჯრეორბით 24 გამოხმაურება და აქედან 20 ნეგატიურია. იქნებ ჯერ საკუთარი გუნდის პრობელმებზე კველვა ჩაგეტარებინათ, გამოგესწორებინათ და მერე გეფიქრათ გლობალურად. ისე ალტახი რომ სოფლის გუნდია და აქვს მინდვრები, არამგონია საჩხერე იმდენად მჭიდროდ იყოს დასახლებული რომ ცარიელი ტერიტორია ვერ გამონახოთ სავარჯიშო მოედნისთვის და იმ ფულით რასაც სახელმწიფოსგან ღებულობთ გაგეკეთებნათ თქვენც რამოდენიმე მინდორი.
ss
მადლიერების გძნობა კარგია რომ გაგვაჩნდეს!!!! აქამდე არავის მცდელობაც კი არ ჰქონია უკეთესობისკენ შეეცვალათ რამე!!!! და ეხლა მხოლოდ ცუდი კეთდება თურმე...არ ხართ ღირსები თქვენნაირები სახელმწიფოს თუ ფედერაციის გახმარების!!!
zz
ivantsmindashi gasaxdelis msheneblobashi tu aqvs migebuli monatsileoba iq ishipravs tavs "propesionolobashi"
zz
es tviton tu aris propesionali da saertod rame tu icis?
ზაზა
ამხელა ვრცელი ინტერვიუ რო გამოაცხვეთ ამ კაცთან ყველას ყველაფერს რო აბრალებს ვინარი საერთოდ საიდან მოხვდა ჩიხურაში ვინ დანიშნა პრეზიდენტია თუ დირექტორია რამდენიაქ ჩადებული გუნდში თანხა თუ როგორც ყველა მუნიციპალური გუნდების პრეზიდენტები თვითმარქვიაა და სახელმწიფოს კმაყოფაზეა.ასეთები სანამ იქნებიან ქართულ კლუბებში უფროსებათ რა ფეხბურთზეა საერთოდ საუბარი და არამარტო ფეხბურთზე კალათბურთი რა დღეშია აპა ერთი კრიტიკული სტატია თუაქ ვინმეს აქ გამოქვეყნებული წყალიაქვთ პირში ყველას ჩაგუბებული და ურემი როდის გადაბრუნდება იმას უცდიან რო მერე ფაქტის კონსტატაცია მოახდინონ მეტი არაფელი.საქმის მკეთებელი ხალხისგან მაინც აიღეთ ხოლმე ინტერვიუ არ შეიძლება თუ უსაქმურების დოღია დღეს მოდაში.
levani zesta
დამწვა გული ამ კაცმა...გამოსავალი იმაშია რომ,ყველა კლუბს აუცილებელ კრიტერიუმად უნდა დაუდგინდეს უეფას საშუალო დონის მაინც ინფრასტუქტურის ქონა,რომ მერე აღარ დაიწყონ მწვრთნელებმა წუწუნი მოედანზე ქათმები დარბიანო(ეგ ისე მართალია:).მხოლოდ კერძო ინვესტორი თუ შეძლებს ამ ყველაფერს თორემ ფედერაცია რისი "გამკეთებელიც" არის კი ხედავს ყველა.
ss
ჩვენ კი ისე დავიწყეთ ეს საქმე, არც ვიცით, სად არის ქართული ფეხბურთი, სად გვინდა მივიდეთ და როგორ უნდა მივიდეთ. არ ვიცით, როგორ ფეხბურთზე უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია.. - ძლივს სიმართლე, თან ჭკვიანურად ნათქვამი
ალეკო
ასეთი წუწუნა ტიპები, როგორ ააყვავებენ თავიანთ კლუბებს, ხომ წარმოგიდგენიათ?! ამ ლაპარაკიდან, რამე გაიგეთ, რა უნდა?! ინდაური რომ შედის სტადიონზე, კობიაშვილი უნდა მივიდეს და მწყემსოს ის ინდაური?! შე კაი კაცო, სტრატეგიებზე და კვლევებზე და პროგრამა-პრიორიტეტებზე რომ ლაპარაკობ, შენი კლუბის სტრატეგია, კვლევა და პროგრამა-პრიორიტეტი დაგეგმე და განავითარე კლუბი!
haha
ბევრ რამეზე შეიძლება შედავება ერთის გარდა: 4 წლის შემდეგ ისევ ამ ქაქში ვიჯდებით. საქართველოში ფეხბურთი მკვდარია. რომ მოვკვდები მერე ჩემმა ახლობლებმა რაც არ უნდა ფული აგროვონ, ვერ გამაცოცხლებენ. დიდი დიდი მაგარი საფლავი გამიკეთონ.
fsiuuuova
შე კაი ადამიანო, ფედერაციიდან რომ ითხოვ ამ ფულებს, იშოვნეთ კერძო სპონსორი და აღარც ინდაუტკა შემოვარდება სტადიონზე და არც ქათამი, ის ფული რაც ფედერაციამ უნდა მოგცეთ ბავშთა აკადემია გააკეთეთ და იპოვნეთ ის მესსები...
butros butros gali
თანაბრად ღებულობენ დაფინანსებას პრობლემაა, არ აძლევ და ის ჩემზე მეტს რატომ ღებულობსო სახელმწიფოდანო მაგაზე იქნება მერე პრეტენზია. ჭრელო პეპელაა რა :)
nika
მალადეც ბერიკა!
Kante
არცერთი ე.წ კლუბის ხელმძღვანელს ხმა არ გაქვთ ამოსაღები და ეს კარგად დაიმახსოვრეთ და ნუ დემაგოგობთ აქ. ეს ფედერაცია ჯერ 1 წლის მოსულია და მაგათი ცუდიც და კარგიც გამოჩნდება. მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ, წლებია უკვე რო ხართ მაგ საქმეში? რითი შეეშველე ქართულ ფეხბურთს? არ შეგიძლია ხო ხედავ და წადი სახლში დაჯექი და სხვა საქმეს მოჰკიდე ხელი. გამომივიდა ესეც მამა აბრამის ბატკანი!
ელდარ ბაკურია
ბერიკას ბევრ საკითხში ვეთანხმები მაგრამ, რომ არა ეგ პროგრამა ოთხ წლიანი,ბევრი კლუბის მესაკუთრე ფეხბურთს თავს დაანებებდა.საქართველოში არაა დიდი ფუფუნება იმ ბიზნესმენებისა რომლებიც ფულს ჩადებენ ფეხბურთში. ამ ოთხი წლის განმავლობაში იმუშავეთ და თუ რამე კვლევებია საჭირო ან ახალი დახვეწილი პროგრამა შეიმუშავეთ ვინ გიშლით ხელს. ერთმანეთის კიკლავში წლები გადის,ამას არ ჯობია საქმე დადეთ თუნდაც ის კვლევა და ვნახოთ რას შევძენთ ქართულ ფეხბურთს.ეხლანდელ პროგრამას აქვს სტაბილურობა,დასხედით პროფესიონალებო და იმუშავეთ ისეთი განვითარების პროგრამაზე რომელიც წინ წაწევს ქართულ ფეხბურთს.
xorxe
რაც შენ მსაჯები გყავს გამაზული თავის დროზე...
L.E.S
რაღაც ძალიან გავს მთელი ეს სტატია რესპონდენტის მხრიდან თავის მართლებას...ისეთ საკითხებზე გამოთქვავს კაცი პრეტენზიას რომელიც იდეაში თავისი გასაკეთებელი და მოსაგვარებელია...ცოტა უტრირება გამომდის მაგრამ ესე ჩანს: ვინმესთან სტუმრად რომ მიხვიდე და დაიწყოს წუწუნი ელ.ენერგია არ მაქვს სიბნელეში უნდა ვიყოთ... გაზი არ მაქვს სიცივეში უნდა ვიყოთ...საჭმლის ფული არ მაქვს მშივრები უნდა ვიყოთ. მოკლედ პრობლემაა გუნდში მოაგვარე რა. სტადიონი არ გაქვს გააკეთე. ინდაური შემოდის ღობე გააკეთე. "რატომ არ მოიკითხეს გუნდიო" ეს საერთოდ მაგარი იყო :)
andro
საქართველოს ყველა სოფელშიცაა ბუნებრივი მოედანი, მაგრამ ჩვენი კლუბების ხელმძღვანელებს ხელოვნური საფარის დაგება ურჩევნიათ. მინდორს მოვლა უნდა, ხელოვნურს არაფერი სჭირდება. რაც გვაქვს იმის მიხედვა გვეზარება
romandro
vinc sxvaobas ver xedavs wina federaciasa da exlandel federacias shoris,ubralod daunaxavi da umaduria.da saertod fexburtic ar ainteresebs, ubralod bogma axchobt.
kitxva
ბერიკა შუკაკიძესთან მაქვს ერთი კითხვა: სხვას რო აგინებს და აძაგებს, მიპასუხოს - არსებობის ისტორიაში, რაც ის ჩიხურას დირექტორია, რამდენი აქვს დახარჯული კლუბში და რა გააკეთა ამ თანხის სანაცვლოდ? და თუ ეს თანხა 50 ლარზე (!) მეტი მაინცაა, რით ვერ შემოღობა ის თუნდაც ღობე, საიდანაც ასე მიზანმიმართულად შემორბის ინდაური და ქათამი და ამას სიამაყით რამდენჯერმე ახსენებს ინტერვიუში?
acm
მთავარია ის ბევრი მილიონი რაც ფეხბურთის განვითარებას უნდა მოხმარდეს კარგად განაწილდეს და დაილექოს ჯიბეებში და 4 წლის მერე ვის უნდა ფეხბურთი უეფა ახალ რეგულაციებს დადებს რომლის მიხედვითაც ქართული კლუბები უშანსოდ იქნებიან და მერე გავაუქმოთ ფეხბურთი გიდა არ გინდა ეს გველის ხალხი ვართ ესეთი ჩვენ ქართველები ოღონდ დღეს გავძღეთ 4 წლის მერე რა იქნება არავის აინტერესებს
ელკიაერი
დღევანდელი სფფ-ს ხელმძღვანელებისთვის დელეგატები დაიჭირეს, ზოგი დააშინეს,შევრცხვით მთელ მსოფლიოში. რას ითხოოოოოოვთ! ვის თხოოოოოოოვთ!
koka
ძალიან საინტერესო მსჯელობაა, იმედია ფედერაცია და სპორტის სამინისტრო მოუსმენს და რაღაცას მაინც შეცვლის, მინიმუმ დაარეგულირებს ფონდის მიერ გაცემული თანხების ხარჯვას და თანხების განვითარებისკენ მიმართვას. მეტი ბერიკა შუკაკიძე ქართულ ფეხბურთში!
ana
წააკითხეთ ეს ინტერვიუ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას
Irakli apkhaidze
ძლივს მოვისმინე უმარტივესი ჭეშმარიტება რომლის გარეშეც 21-ე საუკუნეში აღარაფერი კეთდება - კვლევა (თუმცა საუკუნეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ძველებს უთქვამთ 100-ჯერ გაზომე და მერე გაჭერიო), კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ყოველწლიური სამიზნეები (ტარგეტები) და მიღწეული მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება. ასე ურაზე მიშვება არ შეიძლება არაფრის...
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა
პსჟ-მა დონარუმას გუნდიდან მალე წასასვლელად მისი სატრანსფერო ფასი დაწია
4 წლის შემდეგ - ლუკა გაგნიძე სავარაუდოდ, მოსკოვის "დინამოს" დატოვებს
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ნაკრებმა კვიპროსში პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით, თორნიკე შენგელიასთან ერთად ჩაატარა
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
თავაზიანობა და ერთმანეთის პატივისცემა - კლუბი ზაბარნის და საფონოვის ურთიერთობის საკითხში ფხიზლად იქნება
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
"თოფურია ცარუკიანთან უშანსოდაა" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან