"სლოვანმა" თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა

AutoSharing Option
სლოვაკური მედიის ცნობით, ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა, "სლოვანმა" გუნდიდან გაუშვა.

ბრატისლავურმა კლუბმა ჟერსონ როდრიგესს საიჯარო ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაუწყვიტა და კიევის "დინამოში" დააბრუნა.

"ჟერსონ როდრიგესთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა დავასრულეთ. ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. ის უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნიჭი დისციპლინის, პროფესიონალიზმის და ცხოვრების სათანადო წესის არქონისას წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის", - განაცხადა "სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ უმცროსმა.

ჟერსონ როდრიგესმა "სლოვანში" 8 მატჩში 5
გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კიევს რად უნდა?
ჰაალანი!
20:36 04-05-2024
0
kankavaze saxe aravis auxevia
dato
17:54 04-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული