"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი

AutoSharing Option
პრემიერლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "წითელი ეშმაკების" ლეგენდამ, როი კინმა, შეხვედრის შემდეგ "მანკუნიანელთა" თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა.

"როგორც ჩანს, ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ რამდენიმე ჭიქა ღვინოც დააგემოვნა. ის ბედნიერი ჩანდა...

"მანჩესტერ იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს. ახლა ისინი "ასტონ ვილასთან" და "ტოტენჰემთან" ერთად მე-4-მე-5 ადგილებისთვის იბრძვიან და აშკარაა, რომ ამ მიზნის მიღწევა რთული იქნება. ტენ ჰაგის ოპტიმიზმს არ ვიზიარებ, შესაძლოა, მოხუცი და ბრაზიანი ვარ", - განაცხადა კინმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "იუნაიტედი"
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

alt"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა