"რასისტი არასდროს ვყოფილვარ, ჟესუსმა არასწორად გაიგო... მათ მე დამამაცირეს" - აჩერბის პირველი კომენტარი სკანდალის შემდეგ

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ "ინტერისა" და "ნაპოლის" მატჩში, ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როგორც ბრაზილიელმა განაცხადა, იტალიელმა მას "ნიგერი" უწოდა.

ამის გამო, აჩერბი იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებიდან მოკვეთა.

ფრანჩესკომ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟესუსისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია და თავს დამცირებულად გრძნობს.

"რასისტი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი კერპი ჯორჯ ვეა იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც დამირეკა, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ჩემი გამართლების შემდეგ გარშემომყოფები ისე მექცევიან, თითქოს ციხიდან გამათავისუფლეს.

ჟესუსის საწინააღმდეგო
არაფერი მაქვს, თუმცა სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებ და ვინმეს რასისტს უწოდებ, კარგად უნდა დაფიქრდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მოვკალი. მე და ჩემი ოჯახი ძალიან დაგვამცირეს", - განაცხადა აჩერბიმ.

altჟესუსი არ ტყუოდა - რასისტული შეურაცხყოფის გამო აჩერბი იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს

altსკანდალური ბრალდება აჩერბის - "ნაპოლის" მოთამაშე იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ