ფლიკი "ბარსელონას" ჩაბარებას უახლოვდება

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ჩაიბარებს.

ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. შეთანხმების შანსს ზრდის ისიც, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას არჩევანის გაკეთება გერმანელ სპეციალისტზე სურს.

აღსანიშნავია, რომ თავად ფლიკმა "ბარსელონას" გაწვრთნაზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახალ გამოწვევას მოუთმენლად ელოდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი თანამდებობას დატოვებს.

altრომანო: ფლიკი "ბარსელონას" ჩაბარებას დათანხმდა

altლაპორტას "ბარსელონას" მწვრთნელად ფლიკის დანიშვნა სურს

altშალაის

ულამაზესი გოლი ზლატანის სტილში და ფლიკის პირველი მარცხი გერმანიის ნაკრებში [VIDEO]