შემოდის თუ არა ლურჯი ბარათი ფეხბურთში - FIFA-ს პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა

AutoSharing Option
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კატეგოირულად გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში ფეხბურთში ლურჯი ბარათი შემოვიდეს.

ამ ფერის ბარათს ფეხბურთელები იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ განზრახ ტაქტიკურ დარღვევას მიიღებდნენ, ან ზედმეტს იკამათებდნენ და მოედნის დატოვება 10 წუთით მოუხდებოდათ.

"FIFA კატეგოირულად ეწინააღმდეგება ლურჯ ბარათს. მოდით, ყველამ ერთად ვაჩვენოთ წითელი ბარათი ლურჯს. არასოდეს!

ჩვენ IFAB-ში, FIFA-ში ყოველთვის ღია ვართ იდეებისა და წინადადებების განხილვისთვის, მაგრამ განხილვისას ასევე უნდა დავიცვათ თამაში, მისი არსი, ტრადიციები. ცისფერი ბარათი არ არსებობს", - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს Sky News.
ასევე დაგაინტერესებთ