ალფონსო დევისი "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მცველი ალფონსო დევისი სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალში" გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Germany ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კანადელ ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და პარალელურად მოლაპარაკებებს "ბლანკოსთან" აწარმოებს.

დევისს "ბაიერნთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ, მიუნხენური კლუბი მოთამაშეს აუცილებლად გაასხვისებს.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 35 მილიონი ევრო სახელდება.
ასევე დაგაინტერესებთ