"კონტემ მითხრა, რომ "ნაპოლის" ჩაიბარებს და..." - იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გუნდს დატოვებს.

იტალიურმა პრესამ არაერთხელ გვაუწყა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს მიწვევა სურს.

Radio Goal-ის ეთერში, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ იტალიელ სპეციალისტს შეხვდა და ამ თემაზე პირადად ესაუბრა.

"მქონდა შესაძლებლობა, რომ კონტეს შევხვედროდი. მისთვის ეს შანსი ძალიან მიმზიდველია. იცით, რა მითხრა? ადრე თუ გვიან "ნაპოლის" ჩავიბარებ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო "მილანის" ჩაბარებას დათანხმდა,
ეს სიცრუეა", - განაცხადა მაჯომ.

შეგახსენებთ, ბოლოს ანტონიო კონტე "ტოტენჰემს" თავკაცობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

alt"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

altკვლავ სერია A-ში - ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა

altკონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა - წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?

ასევე დაგაინტერესებთ