"როგორ ვაძლევ ფეხბურთელებს მოტივაციას?" - სპალეტის საინტერესო პასუხი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, რამდენიმე დღის წინ Pachina d’Oro-ს (გასული წლის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელის) ჯილდო გადასცეს.

ტოსკანელმა სპეციალისტმა ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"ამ ჯილდოს მიღებით ძალიან ამაყი ვარ. იმედია, მომავალში მას ისეთი მწვრთნელები მოიპოვებენ, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გამოუვლენიათ.

რა თქმა უნდა, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლისა და "პარტენოპეის" ფეხბურთელებს უდიდეს მადლობას ვუხდი, რადგან მათ წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, დაუღალავად ვმუშაობ და მოთამაშეებისგანაც იმავეს მოვითხოვ.

როგორ
ვაძლევ მათ მოტივაციას? იტალიის ნაკრებში თამაში უდიდესი პატივია და თუ რომელიმე ფეხბურთელს დამატებითი მოტივაცია სჭირდება, მაშინ "აძურიში" მისი ადგილი არ არის", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ლუჩანომ იტალიის ნაკრები 2023 წელს ჩაიბარა.

altუნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

altსპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა

altგვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია - სპალეტიმ მესამე ადგილი დაიკავა

ასევე დაგაინტერესებთ