"გგონიათ, "მილანიდან" "ინტერში" ფულის გამო გადავედი?" - რა განაცხადა ჩალჰანოღლუმ

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "მილანის" დატოვების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "როსონერიდან" "ნერაძურიში" გადასვლის გადაწყვეტილება ფულის გამო არ მიუღია.

"ყველა ფიქრობს, რომ "ინტერში" ფულის გამო გადავედი. სიმართლე გითხრათ, ეს საერთოდ არ მაინტერესებს.

"ნერაძურიში" თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ. სწორედ ეს მაკლდა "მილანში". "ინტერის" გამო საუდის არაბეთში წასვლაზე უარი ვთქვი, რადგან ეს გუნდი მიყვარს", - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.

შეგახსენებთ, თურქი ნახევარმცველი "ინტერს" 2021 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

alt"ამის გაკეთების საშუალება არ მივეცით" - რა თქვა ჩალჰანოღლუმ კვარაცხელიაზე

altLa

Gazzetta dello Sport: კუარასკელია "მილანში" ჩალჰანოღლუს წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს იდეალურად შეავსებს

alt"მილანის" ჩემპიონობაში იბრაჰიმოვიჩს წვლილი არ მიუძღვის" - ჰაკან ჩალჰანოღლუ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული