სუარესი მესის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
36 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი "ინტერ მაიამიში" გადავიდა, - იტყობინება ამერიკული კლუბის საიტი.

"ინტერ მაიამიმ" სუარესს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ის ბოლოს ბრაზილიურ "გრემიოში" ასპარეზობდა, რომლის რიგებში 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ახალ კლუბში სუარესი ყოფილ თანაგუნდელებთან - ლეო მესისთან, სერხი ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად ითამაშებს.

ასევე დაგაინტერესებთ