"საუკეთესო იტალიელ ფორვარდს "ნაპოლიში" თამაში სურს, თუმცა დე ლაურენტისი წინააღმდეგია" - კასანო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მარიო ბალოტელი საუკეთესო იტალიელი ფორვარდია და მას "პარტენოპეის" რიგებში თამაში სურს, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამის წინააღმდეგია.

"თუ მკითხავთ, ვინ არის დღესდღეობით საუკეთესო იტალიელი ფორვარდი, ვფიქრობ, მარიო ბალოტელისთან ახლოსაც არავინაა. იმობილე? ფეხბურთი მხოლოდ გოლების გატანას არ ნიშნავს, ბალოტელი მასზე ძლიერია.

გარდა ამისა, სუპერმარიო "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარია. ის და ოსიმენი კარგ დუეტს შექმნიდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, დე ლაურენტისი ამის წინააღმდეგია.

მას ზარმაც ფეხბურთელს ეძახიან, თუმცა შეიძლება ახლა ყველაზე მეტს
შრომობს. როდესაც იტალიაში სახელს გაიფუჭებ, რეპუტაციის აღდგენა რთულია", - განაცხადა კასანომ Muschio Selvaggio-სთან ინტერვიუში

altვფიქრობ, მალე "ნაპოლის" დატოვებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა" - ანტონიო კასანო კვლავ ხვიჩაზე საუბრობს

alt"მის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის" - ანტონიო კასანო ხვიჩაზე საუბრობს

alt"მატჩზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც რონალდოს ჰქონდა" - ანტონიო კასანო

ასევე დაგაინტერესებთ