ლინგარდის მოთხოვნებმა არაბული კლუბი დააფრთხო და მის ტრანსფერზე უარი თქვა

AutoSharing Option
მიუხედავად "ალ იტიფაქის" მთავარი მწვრთნელის, სტივენ ჯერარდის დიდი სურვილისა, არაბულმა კლუბმა ჯესი ლინგარდის დამატებაზე უარი თქვა.

რამდენიმე დღის წინ ინგლისელი ნახევარმცველი გუნდის ვარჯიშებზე იმყოფებოდა და ფაბრიციო რომანოს ცნობით, კვლავ შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა მისმა ფინანსურმა მოთხოვნებმა "ალ იტიფაქი" დააფრთხო და ბოლო მომენტში მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ტრანსფერი გაართულა იმანაც, რომ ლინგარდის დამატების შემთხვევაში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო არაბულ კლუბს ორი ლეგიონერის გასხვისება მოუწევდა.

შეგახსენებთ, ლინგარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ბოლოს ჯესი "ნოტინგემ ფორესტში" ირიცხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედიას უნდა,ოღონდ ეს ყოყმანობს-თუ გუნდი არ გავარდა თანახმაა.ეროვნული ლიგა-2 არ ხიბლავს.
Levani
23:28 23-10-2023
1

სიახლეები პოპულარული