გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მარსელს" ჯენარო გატუზო გაწვრთნის. France Bleu-ს ინფორმაციით, გატუზო ფრანგულ გუნდს ცოტა ხნით უთავკაცებს, შემდეგ კი მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს.
გამოცემის ინფორმაციით, "მარსელის" ყიდვას არაბული კომპანია გეგმავს. საუდელებმა "ზიზუ" დაარწმუნეს, რომ მათ ამბიციური გეგმები აქვთ, ფრანგი სპეციალისტი კი წინადადებას დათანხმდა და გუნდს ჩაიბარებს, თუ ისინი კლუბის ყიდვას შეძლებენ.
წყაროს ცნობით, არაბები ზიდანს პირველ სატრანსფერო ფანჯარაზევე 300 მილიონ ევროს გამოუყოფენ.
შეგახსენებთ, ლეგენდარული ფრანგი 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.
დანი გუნდის ჩაბარებაზე თანახმაა" style="height: 50px; width: 50px;" />ზიდანი კვარაცხელიას მწვრთნელად? - 27 ივნისამდე ყველაფერი გვეცოდინება