გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას

AutoSharing Option
ლუი ვან გაალმა შესაძლოა გერმანიის ნაკრები გაწვრთნას. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მის კანდიდატურას მხარს ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელები - ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი უჭერენ.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იულიან ნაგელსმანის კანდიდატურასაც განიხილავს.

გამოცემის ინფორმაციით, ვან გაალი გერმანიის ნაკრების გაწვრთნით თავადაც დაინტერესებულია და მათ წინადადებას ელოდება.