პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში გადააყენეს

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში გადააყენეს, - ამის თაობაზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია საიტით იტყობინება.

სანტუშმა პოლონეთის ნაკრები ამა წლის იანვარში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა ევროპირველობის შესარჩევ ციკლში 2 მატჩი მოიგო და 3 წააგო.

პოლონეთი 5 ტურის შემდეგ Е ჯგუფში 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.