"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ

AutoSharing Option
"როსტოვის" 22 წლის მცველ ილია ვახანიას (რომელიც მამით ქართველია) რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან ეგვიპტის 23-წლამდელთა წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა, ამხანაგური მატჩი კი 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა RB Sport-ს ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტმა იმის შესახებაც ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში ეასპარეზა.

"ოფიციალური წინადადება საქართველოდან არასდროს ყოფილა. სოციალურ ქსელში რამდენიმე ყალბი გვერდიდან მომწერეს და მითხრეს, რომ სფფ-იდან იყვნენ და ნაკრებში მეპატიჟებოდნენ.

მიფიქრია თუ არა ამაზე? - არა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული და აჟამად მხოლოდ "როსტოვზე"
ვფიქრობ. ახლა ნაკრებში ვარ და რა თქმა უნდა, ეს კლუბში კარგმა ასპარეზობამ განაპირობა. ამიტომ, მთავარია, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინო", - თქვა ვახანიამ.

ვახანია "ზენიტის" აღზრდილია, სანკტპეტერბურგელთა მეორე გუნდში ასპარეზობდა და ამ სეზონის დაწყების წინ "როსტოვში" ჩაირიცხა.