ედენ აზარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

AutoSharing Option
GFFN-ის ცნობით, ედენ აზარი 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ბელგიელს რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგიდან, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

როგორც იცით, გამოცდილმა შემტევმა ამ ზაფხულს გაწყვიტა "რეალთან" კონტრაქტი და ახლა თავისუფალი აგენტია.

მან მადრიდულ გრანდში 4 სეზონი გაატარა, რა დროშიც 76 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


ასევე დაგაინტერესებთ