კანსელო მზადაა, "ბარსელონაში" თამაშის სანაცვლოდ ხელფასი დაიკლოს

AutoSharing Option
ხორხე მედეშმა "ბარსელონას" განუცხადა, რომ ჟოაო კანსელოს კატალონიურ გუნდში თამაში სურს. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მზადაა, ხელფასი დაიკლოს, რათა ერთ-ერთ მეგა-კლუბს შეუერთდეს. 

რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარი მწვრთნელის პოზიციას, ხავის სურს, რომ მცველი იჯარის წესით გადაიყვანოს. 

შეგახსენებთ, პორტუგალიელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა, სადაც 15 შეხვედრაში თავი 4 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ