სასწაულმოქმედი ხოსელუ - ესპანეთმა იტალიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის A ჯგუფის ნახევარფინალში ესპანეთმა იტალია 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა 33 წლის ხოსელუმ გაიტანა, რომელიც „ესპანიოლიდან“ „რეალში“ გადავა. შეგახსენებთ, „ფურია როხაში“ ხოსელუს დებიუტი 26 მარტს ნორვეგიასთან მატჩში შედგა, როდესაც შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა (3:2).

18 ივნისს ფინალში ესპანეთი ხორვატიას შეხვდება.

ესპანეთი ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა - 2021 წელს საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა.

ენსხედე. „დე გროლშ ვესტე“
ესპანეთი - იტალია 2:1
გოლები: 1:0 პინო (3), 1:1 იმობილე (11, პენ), 2:1 ხოსელუ (88)

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ მსაჯი განზრახ ხელით თამაშს დააფიქსირებს, პენალტი აუცილებლად უნდა დაინიშნოს, მაგრამ შემთხვევითი თამაშის დროს უფრო ლოგიკური წესი იქნებოდა, თუ პენალტი დაინიშნება მხოლოდ კარისკენ მიმავალ ბურთზე, ან თუ ხელით შეხება ბლოკავს შეტევის განვითარებას (პასს, ჩაწოდებას და ა. შ.). სადღაც მოუსავლეთში გზავნიდა ტიპი ბურთს და პენალტი კი გამოიმუშავა. კარგია, რომ ესპანელებმა მოიგეს. იმედია ფინალსაც მოიგებენ, ეს ჩვენს საქმეს გააადვილებდა.
qomagi
12:32 17-06-2023
0
ზეგ ესპანეთმა ხორვატიას თუ მოუგო ერთა ფინალიშ ის გასული იქნება ევროზე და საკვალიფიკაციოს ფაქტიურად სოარინგად გამოიყენებს და ჩვენთვის ეს დამატებითი შანსია
MARGALONA
12:20 16-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული