უკვე 40 კანდიდატია - დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელის შერჩევაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ერთწლიან შემოქმედებით შვებულებაში გასული მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შემცვლელის შერჩევის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"დღეიდან დაწყებული, შესაძლო კანდიდატთა სია უნდა შევამოწმო, რომელიც 22-დან 40-მდე გაიზარდა. აუცილებელია განვსაზღვრო, მიესადაგებიან თუ არა ისინი 4-3-3 სქემას მაღალი ხაზის დაცვითა და შეტევით. სქემა 4-3-3 უნდა იყოს, სხვაგვარად არ შეიძლება.

ამ საკითხის გადასაწყვეტად დროა საჭირო, რათა გავიგო მწვრთნელთა ხასიათი და ის, რამდენად შეუძლიათ ნეაპოლურ კულტურასთან ადაპტირება. ყველაფერ ამის მოკლე ვადაში გარკვევა შეუძლებელია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯუზეპე ტორნატორეს შესთავაზე... არ წააგებ!
ქუთაისი
10:09 08-06-2023
2
ქელეხის სიაა ბ-ნო ლაურენტის!?
სარკაზმი
09:57 08-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული