"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ Match Tv-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ჯანო ანანიძე ყველაზე ტექნიკურ და ჭკვიან მოთამაშედ დაახასიათა:

"ვინც კი ოდესმე ჩემი თვალით მინახავს, ანანიძე ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია.

მას შესანიშნავი პასების გაკეთება შეუძლია და მოედანზეც ბრწყინვალედ აზროვნებს.

ბევრი იტყვის, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ეს უბრალოდ ფაქტია. ბევრი, ვინც მასთან ერთად იყო მოედანზე, ვინც დაინახა მისი თამაში და ვისაც ფეხბურთი ესმის, იმავეს იტყვის, რასაც მე", - თქვა ჯიქიამ.
ასევე დაგაინტერესებთ