სადიო მანეს "ბაიერნის" დატოვება სურს

AutoSharing Option
"ბაიერნის" შემტევი სადიო მანე დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რეკორდმაისტერს" დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Germany ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სენეგალელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.

მოგეხსენებათ, მანე მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება, გარდა ამისა, ლეროი სანესთან მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო, მისი გაყიდვას "ბაიერნის" ხელმძღვანელებიც განიხილავენ.