ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"ლიონელ მესი უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მისნაირი სხვაც არსებობს", - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ მესის 7 "ოქროს ბურთი" აქვს მოპოვებული და მას პსჟ-სთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.