"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერი" "ნაპოლის" მასპინძლობს. პირველი ნახევარი ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. მართალია, ბურთს უფრო ხშირად "პარტენოპეი" ფლობს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი "ნერაძურიმ" შექმნა.

"ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მატეო დარმიანი მეურვეობს. ქართველმა მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდი "კვარას" წინააღმდეგ განსაკუთრებით ყურადღებით თამაშობს.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი მატეო დარმიანს ჰქონდა, 26-ე წუთზე ედინ ჯეკომ იტალიელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გამოცდილი მცველის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

წინ დაძაბული მეორე ნახევარი გველოდება...

altკვარაცხელია "ინტერთან" მატჩის

სასტარტოშია

მკითხველის კომენტარები / 24 /
I'm gundis achrdilia napoli. Karshi ver urtyaven da siswrafeebi saertod araaqvt.
4
საფრანგეთში რომ დადის რესტორნებში და ბარებში დროის სატარებლად კი არა ივარჯიშოს ძლივს დადის მინდორზე.ნახეთ პასების სიზუსტე 21-პროცენტი ქონდა..ნარბენი 6.8კმ.მქკ-2 როცა საშუალო 6-ია..დღეს იყო ძალიან ცუდი კვარაცხელია.
interi
01:36 05-01-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული