გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ

AutoSharing Option
უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია უეფასა და ფიფას მიმართავს, რათა რუსეთის ფედერაცია მათი რიგებიდან გარიცხონ.

ამას გარდა, უკრაინელები მოითხოვენ, რომ ირანის ნაკრები 2022 წლის მუნდიალიდან მოკვეთონ.

უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია დარწმუნებულია, რომ რუსეთის ომი და ტერორი მათი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა დაისაჯოს სპორტული კუთხითაც, ირანი კი ეხმარება და აწვდის რუსეთს სამხედრო საშუალებებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

როგორც იცით, უეფამ და ფიფამ რუსეთის ნაკრები და მათი კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გარიცხეს, თუმცა რუსეთი წევრ ასოციაციად ორივე მათგანში რჩება.
ტეგები: