ხავიერ ძანეტიმ, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა მცველმა და კაპიტანმა, ახლა უკვე გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ მისი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

არგენტინელმა ასეთად თანამემამულე ლიონელ მესი მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის უდავოდ ყველა დროის საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კითხვა რამდენიმე დღის წინ რონალდინიოსაც დაუსვეს, რომელმაც შემდეგი მიუგო:

"მესი ყველა დროის საუკეთესო? - ამის თქმა რთულია, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. მარადონა და პელე თავიანთ ერაში საუკეთესონი იყვნენ.

არ მიყვარს, როდესაც ასეთ თემებზე ან შედარებაზე მიწევს საუბარი", - ამბობს რონალდინიო.
ასევე დაგაინტერესებთ