"ვფიქრობ, ეს ხუმრობაა" - გულშემატკივრები და გამოცემები მესის საუკეთესო 30-ეულში ვერ მოხვედრას ეხმაურებიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, France football-მა გამოაქვეყნა 30 ფეხბურთელისგან შემდგარი სია, რომლებიც ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ. ყველასთვის მოულოდნელად, ნომინანტთა შორის ლიონელ მესი არ იმყოფება. მსგავსი შემთხვევა 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

აღნიშნულ ფაქტს სხვადასხვა ცნობილი უცხოური გამოცემები და ქომაგები ეხმაურებიან.

"მესისა და ნეიმარის არყოფნა სიაში ნამდვილად სიურპრიზი იყო. არგენტინელს 7 ოქროს ბურთი აქვს და 30 ფეხბურთელშიც კი ვერ მოხვდა, თუმცა ნომინანტთა შორისაა კრისტიანო რონალდო, რომლის გუნდსაც კატასტროფული სეზონი ჰქონდა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვერ მოახერხა გასვლა" -Mundo Deportivo.

"მართალია ორგანიზატორებმა საუკეთესო ფეხბურთელის
გამოვლენის წესები შეცვალეს, ამიტომ რამდენიმე სიახლეს ველოდით, თუმცა არა ასეთს - მესი ნომინანტთა სიაში არ არის. საუკეთესოთა სია მესის გარეშე იგივეა, რაც ზაფხული "ტურ დე ფრანსის" გარეშე" - L'Equipe.

"პსჟ-ში არც თუ ისე წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, ყველა ვარაუდობდა, რომ მესი საუკეთესო სამ კანდიდატს შორის ვერ მოხვდებოდა, მაგრამ არგენტინელის 30-ეულს მიღმა დატოვებას არავინ ელოდა. გასათვალისწინებელია, რომ კოპა ამერიკის მოგება ლეოს არ ეთვლება, რადგან ახალი წესების თანახმად, საუკეთესო მოთამაშე ვლინდება ჩატარებული სეზონის შემდეგ და არა კალენდარული წლის მიხედვით" -Ole.

ასევე გთავაზობთ გულშემატკივართა კომენტარებს.

"30 ფეხბურთელს შორის უამრავი უცნობი გვარია, თუმცა მათ შორის მესი არაა, ეს უბრალოდ სირცხვილია!"

"ტრავმირებული მესიც კი უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე სიაში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა"

"მესის რონალდოზე უკეთესი სეზონი ჰქონდა, ამ გადაწყვეტილებას ახსნას ვერ ვუძებნი"

"ძალიან ცუდი ხუმრობაა"

"მესიმ "ფერმერთა ლიგაში" 6 გოლი გაიტანა, სიაში ყოფნას ნამდვილად არ იმსახურებდა".

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altმესის გარეშე - "ოქროს ბურთის" 30 პრეტენდენტი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაკვირვებული ვარ: როცა მესი კარგ ფორმაშია, ზუსტად მაშინ "უფუჭებენ" ხასიათს, ასე იყო კოპას დროსაც, მაგარ ფორმაში მყოფი ლეო,ლაპორტამ რაღაც "მომიმიზებით გაუშვა" ბარსადან. ეხლაც აშკარად ეტყობა ლეოს, რომ კარგ ფორმაში იმყოფება, ადაპტირებულია და ფსიქოლოგიური ბარიერიც დაძლეული აქვს და თვითონაც გარეგნულადაც ეტყობა, რომ მოტივირებულია! მაგრამ? ამ 30-კაციან სიის მიღმა დატოვება ლეოსთვის, ცოტა უცნაურიც კი იქნება და ისევ არ ჩაიკეტოს თავის "ნაჭუჭში" მითუმეტეს "ხასიათის ფეხბურთელია". არ ვიცი ასე როგორ ემთხვევა სულ?
თემო
17:01 13-08-2022
0
არაბულ " ალ აჰლშ ი" უნდა გადასულიყო და უფრო მეტი შანსი ექნებოდა ოქროს ბურთის მოგების.
Giusha3232
14:09 13-08-2022
5

სიახლეები პოპულარული