ციხეს გადაურჩნენ - შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა

AutoSharing Option
შვეიცარიის სასამართლომ უეფასა და ფიფას ყოფილი პრეზიდენტები, შესაბამისად, მიშელ პლატინი და ზეფ ბლატერი, გაამართლა.

პროკურატურა მათ ბრალს თაღლითობაში, თანხების მითვისებაში, დანაშაულებრივ მართვასა და გაყალბებაში სდებდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, თუმცა ორი ყოფილი მაღალჩინოსანი გამართლდა.