ერნან კრესპო "სან-პაულუს" ჩაუდგა სათავეში

AutoSharing Option
არგენტინელი ერნან კრესპო "სან-პაულუს" მწვრთნელად დანიშნეს. მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

45 წლის კრესპო ადრე "დეფენსუ-ი-ჰუსტისიოს" წვრთნიდა, რომელმაც კოპა სუდამერიკანა სენსაციურად მოიგო.

"სან-პაულუ" ბრაზილიის ჩემპიონატზე მე-4 ადგილზეა, თუმცა უკანასკნელი 8 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო. ამ გუნდში დანი ალვესი, ხუანფრანი და ერნანდესი თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული