კარგი ამბავი მსოფლიო ფეხბურთისთვის - ჩინეთში ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრეს

AutoSharing Option
ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციამ კლუბების შემადგენლობის ჩამოყალიბების წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და 2020 წლის სეზონიდან ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრა.

მომდევნო სეზონიდან უცხოელი ახალწვეულის მაქსიმალური წლიური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ხელფასში არ შედის ბონუსები და პრემიები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული წესი, ფაქტობრივად, გამორიცხავს მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავების სათამაშოდ ჩინეთში წასვლას.

სახელფასო შეზღუდვები შეეხო ადგილობრივ ფეხბურთელებსაც. ჩინელი ფეხბურთელის მაქსიმალური წლიური ხელფასი 1,29 მილიონი ევრო იქნება. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შემთხვევაში - 20%-ით მეტი, ხოლო 21 წლამდე ფეხბურთელები ხელფასის სახით წელიწადში მაქსიმუმ 38,640 ევროს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სუპერლიგის გუნდებს შემადგენლობაში 5 უცხოელზე მეტის ყოლის უფლება არ ექნებათ. ამავდროულად, მაქსიმუმ 4-ს შეეძლება ერთდროულად მოედანზე ყოფნა.


მომზადებულია Titan Sports Plus-ის მიხედვით